Wednesday, March 24, 2010

Mah kitteh =3

რამდენი ხანია მაქვს ბლოგი და არ დამიპოსტავს ჩემ პატარა კნუტზე ^_^ მალე დიდი ვირი გახდება 28ში 8 ტვის ხდება <3.. რაც ერთმა კნუტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და მე8ედან გადახტა, იმის მერე სულ მინდოდა მყოლოდა პატარა ცხოველი სახლში:/ ხოდა ერთხელაც დავიწყე შესაფერისი ვარიანტის ძებნა, მთელი ინტერნეტ სივრცე დავიპყარი, მაგრამ რაღაც არცერთი კატა არ მომეწონა, ზოგს კიდევ იმხელა ფასი ჰქონდა : ო ბოლოს, დიდი წვალების შემდეგ ვიპოვე ნორმალური განცხადება ^^ მისაღები ფასიც იყო და კნუტიც.. ცოტა შორს მომიწია წასვლა რო წამომეყვანა ჩემი პაწია, ვაკიდან თემქაზე გავედი და მგზავრობამ ისე დამღალა პისოს პირვანდელ პატრონთან კინაღამ ჩამეძინა. მერე ამ ქალმა გამოიყვანა სამი პატარა საყვარელი კნუტი და რომელიც გინდა აირჩიეო, ხოდა ისე დავიბენი, რომ დედას, დიდ კატას მოვკიდე ხელი :უსერ: და ეგრევე გამომგლიჯეს =დ.. ვუყურე ერთი ნახევარი საათი ამ კნუტებს და ბოლოს ერთი ყველაზე ბუთქუნდა და ზარმაცი ავარჩიე ^____^ ფული გადავიხადე და უკან ავტობუსით წამოვედი.. ჩემ პისოს ეშინოდა და გზაში სულ კნაოდა :< ტვინი წამიღო, ცუდადგამხადა.. ავტობუსშიც არ გაჩერებულა :/ მერე ძლივს ჩაეძინა და იმის იმედით რო სახლამდე ასე ჩუმად ვატარებდი გამეღიმა, მაგრამ ავტობუსმა ე.წ 'იამკაში' ჩაარტყა და იმხელაზე შევხტით ჰაერში კნუტმა 2ჯერ უფრო ხმამაღლა დაიწყო 'ყვირილი'.. :/  როგორც იქნა სახლამდე მოვაღწიე, მაგრამ არავინ არ დამხვდა და დავრჩით გარეთ, არადა 15 წუთში მათემატიკის მასწავლებელთან უნდა ავსულიყავი, ხოდა შევედით ცოტახნით მეზობელთან ^^ მერე მასწავლებელთანაც კნუტით ხელში ავედი, კიდევ კარგი არ გამომაგდო იმ ქალმა ^___^ მერე სახლში მქონდა ომები, მაგრამ ახლა უკვე 8 თვეა ერთად ვცხოვრობთ მე და ჩემი კნუტი :> სახელი რა ქვია არ ვიცი =ს ბებო ბუთას ეძახის, დედაჩემი გუნდას ^^ ჩემი ძმა ლურჯთავას, იმიტომ, რომ მელანი გადაესხა ერთხელ =დდ.. მეკიდევ ვერაერი რომ ვერ მოვიფიქრე იმიტომაც მივმართე Secrets–ს და ერთად დავარქვით ფისოს 'არაფერი' ^^ ეჰა არაფერის ვეძახით : > ძალიან საყვარელია, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის აცრილი :| მეკიდევ სულ მეზარება, რომ ვეტერინართან დავრეკო ^^ მოესწრება ადრე თუ გვიან მაგასაც <3