Saturday, April 17, 2010

რამდენს შეიძლება ნიშნავდეს..



ზოგმა ალბათ არც იცით რამდენს შეიძლება ნიშნავდეს თქვენი სახის გამომეტყველება :/ შეიძლება ყველამ კარგად იცით, უბრალოდ ეს მე დავიწყე მაგის ახლა გაცნობიერება.. სახის გამომეტყველებას რომ თავი დავანებოთ, ალბათ არც იცით რამდენს შეიძლება ნიშნავდეს თქვენი ღიმილი, თუნდაც სულ უცხო ადამიანისთვის. მოკლედ, რამდენჯერაც ქუჩაში გავდივარ სულ ვაკვირდები ადამიანებს სახეზე და ყველას რაღაცნაირი დაბოღმილი, მოწყენილი სახე აქვს, ზოგი საერთოდ ძაან გაბრაზებული იბღვირება და ა.შ..=| და ვფიქრობდი აქამდე: "მერე რა, ყველას თავისი პრობლემა აქვს", მაგრამ გამომრჩა ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი, ანუ ის, რომ რაცარუნდა ცუდად იყო და ცუდი დღე გქონდეს ყოველთვის უნდა ეცადო, რომ გაიღიმო, სხვას გაუღიმო, თუნდაც საერთოდ არაფერს, იმიტომ, რომ ეს შენც გეხმარება და შეიძლება სხვასაც კი. არ ვფიქრობდი ადრე ასე და ქუჩაში ყველა გამვლელს, ვინც ჩამივლიდა რაღაც დაჯღანული სახით ვაყოლებდი თვალს. ხოდა, ერთ ჩვეულებრივ დღეს, ისევე დაჯღანული სახის გამომეტყველებით, ისევ დღის განრიგზე ფიქრით გართული ჩამოვბანცალდი ავტობუსიდან და გაჩერებაზე მოგროვილ ხალხს ისეთი მზერით მოვავლე თვალი გაკვირვებული იყურებოდა ყველა :/ ჩამოვედი ავტობუსიდან და მეორე გაჩერებისკენ მივდიოდი.. უცებ ვხედავ ვიღაც კაცი მიღიმის და აი მართლა ისე თბილად მიღიმის და თვალები ისე უბრწყინავს რომ თვალს ვეღარ ვწყვეტ და გამარჯობამეთქი ინსტინქტურად მივახალე და რაღაც ძალიან მხიარული შეგრძნებით წავედი სახლში და მთელი დღე გამყვა ის ღიმილი : ) ნუ რა განზრახვაც ან ფიქრიც არ უნდა ყოფილიყო ამ ღიმილის უკან მე მაინც გამილამაზა დღე და ჩემი რჩევა იქნება, რომ მაქსიმალურად ეცადეთ ცუდი ხასიათი კარგით გადაფაროთ და ქუჩაში გამვლელებსაც რომ გაუღიმოთ ხოლმე თბილად ამით არაფერი დაგიშავდებათ