Monday, February 1, 2010

Shit Happens.. -_- (ძველ)

wiნა ღამის თეთრად გათენების და 2 საათიანი ძილის შემდეგ თვალები საცოდავად დავაჭყიტე და ბოლო ხმაზე აყვირებულ ტელევიზორს ზიზღით შევხედე_ ნეტა არ არსებობდეს..
შემდეგ ტრუსებით მოტანტალე ბაბუაჩემს გავხედე, რომელიც დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს ’კოტიკოს რჩევებს’ და იმაზე ფირებში გართულმა, თუ როგორ მოვიკლა თავი ამ ყველაფრის შემდეგ :ს ისევ ძილი ვარჩიე, მაგრამ ვინ გაცადა?! O.o
სწორედ ამ დროს ტრუსებში გამოწყობილი ბაბუაჩემი დამატყდა თავს, მაგრამ სანამ ეგ მოხდებოდა მოვასწარი და საკვირვeლიტა მისითა ხმითა ამოვიკვნესე:
- რაარი ვერგავიგე დაყრუვდი თუ რა?
- აღარ უნდა გაიღვიძო?!
- მღვიძავს..
- [ნჯღრევა] არ ვიცი მე 5 წუთი [ ა? O.o ]
- ხელი გამიშვი მეძინება რა ბაბუ……მოკლედ, სანატრელი ბაბუკო როგორღაც მოვიშორე და ისევ ძილს მივუბრუნდი.
ბოლოს ძილი ბუნებრივმა მოთხოვნილებებმა დამიფრთხო  და მობუზული, აწითლებული ლოყებითა და გაბურძგნული თმით იმ მყუდრო ოთახისაკენ გავეშურე სადაც მშვიდად შევზლებდი ”ბუნების ძალის” დაშოშმინებას :ს… [მინდა აღვნიშნო, რომ შემდეგი სიტუაციისას პირღია ვიდექი :ს :/]
თითქმის გამოღვიძებულმა საპირფარეშოს კარი გამოვაღე და უნიტაზზე მდგარი ბაბუაჩემი ’დავაფიქსირე’, რომელსაც ”ზეცისაკენ” აღმარტული ჩაქუჩი უმშვენებდა ხელს ო_ო.. [ო.მ.გ]
ამ ყველაფრის შემხედვარემ პირი დავაღე და კარები ფრთხილად მივხურე.. შემდეგ ერთადერთ და განუმეორებელ ნეტარების წყაროს მივაშურე (ჰ)_(ჰ) ჩაის..
და ამ დროს სამზარეულოში ’წამოპლაკული’ დედაჩემი, ჩემი ჩაის ჭიქით შემომეგება .. [ ნეტავ რაზე ფიქრობენ მაინც და მაინც ჩემს ჭიქას რომ ეტაკებიან ხოლმე  ]
- 
- ჩემი ბასასუნააა..
- ჭიქა დადე რაა  ეგ ჩემია დეე
- ო მოიცა რა ყავას დავლევ და მერე დავდებ
- [ბოლოდან მე3ე სიტყვამ თავზარი დამცა O.o და კავშირი რომ არ ჩავთვალოთ..] რას სვაააამ?!
რათქმაუნდა ამ ჩემ კითხვაზე, რომელიც სრული სერიოზულობითა და სარკოზის არ იყოს აღშფოთებულმა წარმოვქვი პასუხი არ მიმიღია და შესაბამისად მომიხდა შევგუებოდი იმ აზრს, რომ ჩემი ჭიქით რაღაც ფეკალური, თხევადი მასის მაგვარ სითხეს მიირთმევდნენ..


დავუბრუნდეთ ”საჭირო ოთახს” : )) ო.მ
მეორედ რომ გამოვაღე ის ვითომდა თეთრი კარი ახლა უკვე უნიტაზზე და ისიც ისევე წამოჭიმული, როგორც დედაჩემი სამზარეულოში, გაზეთგადაშლილი და ზე ინ-ტე-ლე-ქტუ-ა-ლუ-რი სახის მიმიკით ჩაშტერებული ბაბუ ისევ იქ დამხვდა.


[ეს კიდევ 2 საათი ვერ გამოვა აქედან.. პოლიტიკური ტოპიკი არ წაუკითხავს ჯერ ]


ბოლოს სააბაზანოში შევედი და ”ყველაფერიც მკიდია” გამომეტყველებით კბილების საგულდაგულოდ ხეხვას შევუდექი..
ხი-ხუ, ხი-ხუ
[ბლიაა რა ხმა აქვს O_O..]
[1-2.. 1-2  ო.მ]..
ხხხ..პფუუუუუ…
და სულ რაღაც 5 წამით ნიჟარაზე დატყეპებული ქაფის ცქერით დავტკბი..:რამანწიკააა:


პანიკ.. :/

0 comments:

Post a Comment